„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ იგეგმება, ამის შესახებ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
„ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა უგულავას სააკაშვილთან ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ისე, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტნიორ ძალასთან გვაქვს კომუნიკაცია. კომუნიკაცია როდის და ბოლოს ჰქონდა თუ არა მასთან გიგი უგულავას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიცი თუ არა. არ წყდება სააკაშვილთან კომუნიკაციით ჩვენი პარტიის საკითხები.
ჩვენ გამიჯვნის, უფრო სწორად კონკურენციის და ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი გვაქვს ყველა ჩვენ კონკურენტთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასან“. არის საკითხები, სადაც პარტნიორები ვართ ყველა პარტნიორ ძალასთან და არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაგალითად, ასეთი საკითხია ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.










