გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ ჩამოშლას რაც არ უნდა ცვლილებები უძახონ, ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ”, – განაცხადა მდინარაძემ.











