fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გახარიას გუნდს შეურთდა

10:57 August 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. განცხადება ამის შესახებ, თავად გიგა ორკოდაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ძვირფასო თელაველებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩემი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვებას.

თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში 4 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ყოველთვის მზად ვიყავი მოსახლეობასთან თანამშრომლობისათვის, მათგან წამოსული თითოეული ინიციატივის მხარდასაჭერად და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი, თელაველების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

ბოლო პერიოდში კი ყველანი ერთად ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როცა ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებით“.

მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება, და ეს ყველაფერი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე, ძალიან დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 – 2012 წლებში წარმოებულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას, ის რაც სამწუხაროდ არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს.

მე მსურს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად წარსულში დაბრუნების ნაცვლად, თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩემი ქვეყნის და ჩემი მუნიციპალიტეტის უკეთესი ხვალიდელი დღის შესაქმენლად. მსურს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე გაუთავებელი საუბრისა და მათი სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, ჩემს თანაგუნდელებთან და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ვიმუშავო მათი გადაჭრის გზებზე.

აქედან გამომდინარე, ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთედები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად”- წერს ორკოდაშვილი.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, გიგა ორკოდაშვილს პარტია „საქართველოსთვის“ თელავში მერობის კანდიდატად დაასახელებს.

ორი დღის წინ, თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილიც.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია