გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელის შეუსრულდებოდა.
კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გვირგვინებით შეამკეს.
ისინი ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ჩვენი დროის გმირი გიგა ოთხოზორია დღეს 36 წლის გახდებოდა, რთულია ანუგეშო დედა, მეუღლე და შვილები, თუმცა გიგას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული ყოველთვის მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის“ – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი: თეა შონია









