ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.
„გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს.
უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება”,- განაცხადა ცხვიტარიამ.










