„თქვენ გიკვირთ, რომ ქველმოქმედმა გადასცა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს? “,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების გაგრძელებას კვლავ აპირებს.
„თქვენ გიკვირთ, რომ ქველმოქმედმა გადასცა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს? მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდეს პოლიტიკიდან. ამისთვის იმუშავა, რომ განმტკიცებულიყო ინსტიტუტები. რატომ გადასცა თავისი ქონების დიდი ნაწილი ფონდ ქართუს? – იმიტომ, რომ მომავალშიც გეგმავს თავისი ქვეყნისთვის საქველმოქმედო საქმიანობა განაგრძოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია!“ – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს











