“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს მშვიდობიანი ბრძოლა კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში.
„მინდა, ნიკას მივესალმო, ვუთხრა, რომ, ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი ადამიანი, რომელიც მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს, თითოეულ ჩვენგანს. შენ ხარ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ შენ დაიმსახურე უდიდესი პატივისცემა სხვა ოპოზიციური პარტიების, და ხარ ნამდვილი ლიდერი საქართველოს ამ გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობის და ბრძოლისა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.











