fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ბარამიძის განცხადებით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბოდიში უნდა მოიხადონ

18:35 January 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მათი პარტიის წევრებმა სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გაკეთებული განცხადებებისგამო, ბოდიში უნდა მოიხადონ, ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. მე არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის აზრით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ პარტია უნდა დატოვონ]. ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. [სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე] ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ამ ხალხს და თავს დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს. მათ მხრებზე ვდგავართ პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი გვეწოდება და არ გვაქვს უფლება ქვემოთ ვიფურთხოთ. პირიქით, უნდა ჩავიდეთ თუ მათთან ლაპარაკი გვინდა და დიდი პატივისცემით და თავის დახრით უნდა ვუთხრათ შენიშვნა. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც მათ მიმართ აუგს იტყვის და ამ შეცდომას დაუშვებს, ბოდიში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მისმა თანაპარტიელებმა გარკვეული საკითხები უფრო ფრთხილად უნდა შეაფასონ.

„პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხანდახან გვიწოდებენ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენს მომხრეებზე და გულანთებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ისინი რაღაც ისეთს არ გააკეთებენ, რასაც ჩვენ არ მოვუწონებთ და თუ ჩვენ გავკადნიერდებით და შენიშვნას მივცემთ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პატივისცემით, მათდამი სიყვარულით და მადლიერებით, იმიტომ, რომ ფიზიკურ ბრძოლაში ეს ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს აკეთებენ. დღისით და ღამით ყინვაში არიან და მაგალითად, ბათუმში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მავნებელ პუტინისტურ რეჟიმს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ჩვენ დიდი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ და ამდაგვარი ეპითეტით შევამკოთ და ვთქვათ, რომ სამარცხვინოა“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ინციდენტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენი უწოდა.

„ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა. მისი აღნიშნული პოზიცია გაიზიარა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც.

 

თეგები: გიორგი ბარამიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა – გიორგი ბარამიძე

December 2, 2021
887
პოლიტიკა

მოხდა უპრეცედენტო რამ – „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან – გიორგი ბარამიძე 

September 8, 2021
770
პოლიტიკა

ამ არალეგიტიმურ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება – გიორგი ბარამიძე

May 30, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია