„მთავარი არხის“ ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა დაიცავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტმა იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ეს შეთავაზება გაბუნიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით. როგორც გიორგი გაბუნიამ განმარტა, მისგან, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავად თუ გრძნობდა მასზე მიმდინარე თვალთვალს.
დაცვასთან დაკავშირებით დეტალები ხვალ შეთანხმდება. ამ საკითხზე გიორგი გაბუნიას ადვოკატი ხვალ პროკურატურაში მივა.










