fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი გახარია ბათუმში მეზღვაურებს შეხვდა

11:22 July 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
827
ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში მეზღვაურებს შეხვდა.

გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი და აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ მეზღვაურებს  პარტიის პროგრამული ხედვა ზღვისპირა და საპორტო ქალაქებში საზღვაო-სანაოსნო სექტორის განვითარების მიმართულებით გააცნო.

პარტიის ლიდერმა ისაუბრა  შავი ზღვის როლზე და ამ მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის კავშირების (connectivity) განვითარებაზე, პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ასოცირების შეთანხმების პოტენციური სარგებლის მატერიალიზებაზე, მათ შორის, პრაქტიკული ინსტრუმენტის საბორნე მიმოსვლის დანერგვაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზღვაურების ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობას, რაც პარტია “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ფოთის საზღვაო აკადემიის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობისთვის სათანადო განათლების მიღებას. ასევე, საუბარი შეეხო თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, მ.შ. 3 წლიანი საბაკალავრო მომზადების პროგრამის, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ სტანდარტს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია მეზღვაურთა შრომის კოდექსის შემუშავება,  რადგან მოქმედი შრომის კოდექსი ვერ აკმაყოფილებს გემზე მსახურების მინიმალური ასაკის, სამუშაო პირობების მოთხოვნების თანამედროვე სტანდარტებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საჭიროა მძლავრი  საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც  მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი დამატებითი  შესაძლებლობა  იქნება, ასევე, ყურადღება გამახვილდა ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ პორტის ოპერირების პროცესშიც დასაქმდებიან ადგილობრივი სპეციალისტები.

თეგები: გიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია