პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციის მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ აპირებენ.
გახარიას შეფასებით, მსგავსი საქციელი არალოგიკური დ არათანმიმდევრულია, როცა ოპოზიცია მთელი ამ ხნის განამვლობაში პროპორციული სისტემისთვის იბრძოდა.
„ადამიანებმა რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ და რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო, სრული არათანმიმდევრულობაა. ლოგიკა არ რის. ხალხი ყველანი ერთად, თან მთელ მსოფლიოში დარბოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპარს, აზიანებდნენ ქვეყანას, მერე თქვეს, რომ მათ გაიმარჯვეს. დღეს აწერენ რაღაცას ხელს და ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან.
საბედნიეროდ, იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამჯერად კოალიცია არ დასჭირდება და 2024 წელს იმედი მაქვს, ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.











