პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობის კანდიატია ირაკლი მიქელაძე. ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს ირაკლი ბერიძე. შუახევის მერობის კანდიდატია შალვა გოგიტიძე.
ხელვაჩაურის მერობისთვის იბრძოლებს ჯუმბერ ბერიზე. ქედას მერობის კანდიდატია ელგუჯა ნაკაშიძე, ხოლო ხულოს გია აბულაზე.
როგორც გახარიამ კანდიატების წარდგენისას განაცხადა, ეს ადამიანები ქვეყანაში შექმნიან ისეთ სამართლიან გარემოს, რომელიც ამ ქვეყანას შეეფერება.











