“ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ, მიუღებელს უწოდებს.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელიც მან კონკრეტულ მომენტში მიიღო, რა თქმა უნდა, არავისთვის იყო მისაღები“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.











