დღეს ბათუმში ჩოხოსნებმა და მოქალაქეებმა გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქის გათავისუფლების 100 წლისთავი აღნიშნეს. გმირთა მოედანზე ბრძოლაში დაღუპული მეომრების საფლავებზე დეკანოზმა სერგი რუხაძემ პანაშვიდი გადაიხადა.
„მაზნიაშვილმა გააკეთა ის, რასაც შეიძლება წლები და საუკუნეებიც კი დასჭირდებოდა.
მაზნიაშვილმა ბათუმში დარჩენილი მცირე რაოდენობის საჯარო ერთეულებით დაამარცხე სამჯერ უფრო ძლიერი თურქეთის არმია, რომელიც ბათუმში იყო შემოსული და ოკუპირებული ჰქონდა ქალაქი.
მისი გენიალური და ბრწყინვალე გეგმის მიხედვით ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში თურქები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ბათუმი”- განაცხადა ისტორიკოსმა ოთარ გოგოლიშვილმა.
შეგახსენებთ, 1921 წელს საქართველოს არმიის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თურქეთის არმიის წინააღმდეგ ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაერთო, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებით დასრულდა.
ამ ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











