fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ნემსაძე – ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ

17:00 September 5, 2021
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
761
ნახვა

“ცაგერის მერობა ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა, მზად ვარ, პროფესიონალ გუნდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გადავდგათ გარდამტეხი ნაბიჯები, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ მიმზიდველ და გამორჩეულად ვაქციოთ. ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავია, ცაგერი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ ქალაქად ვაქციოთ. გვაქვს რეალური ხედვა, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ დაწყებული პროექტები, მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ წარდგენაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით. „შეუძლებელია არ დაინახო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიღწევები ცაგერის მუნიციპალიტეტში, მაგრამ, მერწმუნეთ, კარგად ვიცით, რომ ჩვენს წინაშე კვლავ არაერთი გამოწვევაა. კარგად ვიცით, რომ თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ და ჩვენი მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს არის. გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, უახლოეს დროში დავიწყებთ გაზიფიცირების პროცესს, შემდგომი 4 წლის მანძილზე, ეტაპობრივად ყველა სოფელში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდება ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, მოვაწესრიგებთ ინტერნეტიზაციის პროცესს, გავითავისებთ თითოეული ლეჩხუმელის პრობლემას და გამოვნახავთ მისი გადაჭრის გზებს. ლეჩხუმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მოწესრიგდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს ლეჩხუმის ცნობადობა ტურისტული მიმართულებით. ჩვენი კუთხის სავიზიტო ბარათია მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ლეგენდარული ხვამლის მთა, რომელსაც უნდა მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. ლეჩხუმში გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები: „უსახელოური“, „ცოლიკოური“, „ოჯალეში“. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მევენახეობის განვითარებას. ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კურორტ „ლაშიჭალის“ განვითარება, ასევე, შევიმუშავებთ ახალჭალის საკურორტო ზონის გენერალურ გეგმას და მოვაწესრიგებთ მასთან მისასვლელ საგზაო ინფრასტრუქტურას. ჩვენთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებია განვითარებული, ხელს შევუწყობთ გლეხებს და ფერმერებს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში. როგორც ყოფილი სპორტსმენი, შევეცდები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ვიზრუნებ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასა და თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო იმ კუთხეს, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები, ჩვენი კუთხისა და სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები – ლადო ასათიანი, მარშალი არჩილ გელოვანი, მერაბ მამარდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ასათიანი და სხვანი. საბედნიეროდ, ბევრი ჰყავს ჩვენს კუთხეს ასეთი მამულიშვილები. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მერობის კანდიდატმა ცაგერის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. „მინდა წარმოგიდგინოთ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაზა ყურაშვილი, გრიგოლ კვირიკაშვილი, ნოდარი საღინაძე, მამუკა ხაბულიანი, მამუკა მამარდაშვილი, თამაზ ჭაბუკიანი, მანონი ახვლედიანი, თინათინ ნემსწვერიძე, ნატო ბურჯალიანი, გივი გოგებაშვილი“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.
თეგები: გიორგი ნემსაძე

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია