fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლის ჩვენება ვრცელდება

19:35 July 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.6k
ნახვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლის ჩვენებას „მაესტრო“ ავრცელებს.

ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მას, დაახლოებით, ღამის 00:30 საათზე ნაცნობი, ლუკა ბეჟანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მცხეთის ხიდებთან მისულიყო და ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, თბილისში წაეყვანა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ტაქსის მძღოლი ვახტანგ ახვლედიანს იცნობდა, თუმცა მისი მეგობრის შესახებ არაფერი იცოდა.

„2020 წლის 19 ივნისს, ღამის, დაახლოებით, 00:30-ზე, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქ. თბილისში მდებარე იოსებიძის ქუჩაზე მარტო. რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი ნაცნობი ლუკა ბეჟანიშვილი. რომელმაც მთხოვა, რომ მისი მეგობრები: ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, წამომეყვანა ქ. მცხეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით. მეორე მეგობრის სახელი და გვარი არ უთქვამს.

მე მას დავთანხმდი, რის შემდეგაც ლუკა ბეჟანიშვილმა მითხრა, რომ როდესაც თბილისის მხრიდან მიმავალი მცხეთის მიმდებარე არაგვის ხიდზე გადავიდოდი, იქვე ხიდთან გამეჩერებინა მანქანა, სამჯერ დამესიგნალებინა, რის შემდეგაც, ჩემთან მოვიდოდა ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად. ვახტანგ ახვლედიანი არის ჩემი უბნელი, რომელსაც ვიცნობ წლებია. ვინაიდან მარტოს არ მინდოდა წავსულიყავი ქ. მცხეთაში, დავუძახე იქვე კორპუსთან მყოფ ჩემს ნაცნობ გუგა დულარიძეს. რომელსაც ვთხოვე, რომ გამომყოლოდა. მას ჩემთვის უარი არ უთქვამს.

ვახტანგ ახვლედიანი და გუგა დულარიძეც იცნობენ ერთმანეთს. იქვე ხიდთან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავაჩერე მანქანა, იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი. სამჯერ მივეცი მანქანის ხმოვანი სიგნალი. დაახლოებით, 2-3 წუთში ხიდის დაბლიდან ამოვიდა გზაზე ჯერ ვახტანგ ახვლედიანი, შემდეგ მან დაუძახა მის მეგობარს, სახელად გიორგის. გიორგის დაძახების შემდეგ ასევე ხიდის ქვემოდან ამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩასხდნენ ჩემს მანქანაში, უკანა სავარძელზე. ჩასხდომის შემდეგ, ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის მანქანა.

საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი. რომელსაც ეჯდა მანქანაში ვინმე თუ არა, არ დამინახავს. გზაში ვახტანგ ახვლედიანთან ერთად მყოფი მისი მეგობარი გამეცნო გიორგი ქათამაძის სახელით. საუბარზე შევატყვე, რომ აღელვებულები იყვნენ. მათ მითხრეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ. თუ ვისთან იჩხუბეს, ჩემთვის არ უთქვამთ.

მეც აღნიშნულზე არ ჩავძიებულვარ. როდესაც მივედით ქალაქ თბილისში ჩემს უბანში, შარტავას ქუჩაზე გავაჩერე მანქანა. მანქანიდან ჩამოვიდნენ ვახტანგ ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და გუგა დულარიძე. მე წავედი ჩემს საქმეზე.

მეორე დღეს 20 ივნისს, ტელევიზორის საშუალებით, ჩემთვის ცნობილი გახდა ქ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვისა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ.

კითხვა: მათ კიდევ რა თქვეს ჩხუბის შესახებ და ხომ არ აღენიშნებოდათ რაიმე სახის დაზიანება როგორც ტანსაცმელზე, ასევე სხეულზე?

პასუხი: როდესაც ჩემს მფლობელობაში არსებულ მანქანაში ჩასხდნენ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, მათ თქვეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბის შესახებ სხვა არაფერიო უთქვამთ ჩემთვის, არც მე მიკითხავს. ასევე ვიზუალურად ტანსაცმელზე და სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შემიმჩნევია.

კითხვა: როდესაც მიხვედით მცხეთის მიმდებარედ ქ. თბილისიდან გორის მიმართულებით მიმავალი მდინარე არაგვის ხიდთან, რაიმე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევიათ?

პასუხი: მცხეთის მიმდებარედ ქ. თბილისიდან გორის მიმართულებით მიმავალს მდინარე არაგვის ხიდთან არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია.

კითხვა: ქ. მცხეთიდან ქ. თბილისის მიმართულებით მგზავრობის პერიოდში ვინმეს ხომ არ დაურეკავს ვახტანგ ახვლედიანისთვის ან მისი მეგობრისათვის, გიორგი ქათამაძისათვის, მობილურ ტელეფონზე. დადებით შემთხვევაში, რაზე საუბრობდნენ ისინი?

პასუხი: მოგახსენებთ, რომ არ მახსოვს, დაურეკეს თუ არა ვახტანგ ახვლედიანს ან მის მეგობარს გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე.

კითხვა: თქვენი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის მანქანა, რომელსაც მართავდა თქვენი ნაცნობი ირაკლი დაფქვიაშვილი. გამოელაპარაკეთ თუ არა მას და, დადებით შემთხვევაში, რაზე საუბრობდით?

პასუხი: ირაკლი დაფქვიაშვილს ვუთხარი მხოლოდ და მხოლოდ რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავდა სახლში, რაზეც ირაკლი დაფქვიაშვილს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს და განვაგრძე გზა“ – წერია მძღოლის ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები – "მაესტრომ" ტაქსის მძღოლის ჩვენება მოიპოვაგაიგე ამბავი ?#მაესტროზე ?

Posted by Maestro TV on შაბათი, 04 ივლისი, 2020

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია