მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით გამოვა და გამოკვლეულ მტკიცებულებებს წარადგენს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულების ბრალეულობას არაერთი მტკიცებულება, მათ შორის შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზაც ადასტურებს, თუმცა ადვოკატი ელოდება, რომ სასამართლო საბოლოოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.










