fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ვაშაძე ასახელებს დროს, როდის მოხდება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება

14:21 March 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ასახელებს დროს, როდის მოხდება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება. მისი თქმით, ეს დრო მარტის ბოლოა.

“ჩემი მიზანი არ არის სანქცირებულთა სიაში იყვნენ მათი წარმომადგენლები. იქნება მათი მხრიდანაც ნაბიჯები, რადგან ხედავენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომელიც შეთანხმებისკენ წაიყვანს ამ პროცესს. იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმუმ ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმებები მოხდეს.

ჩვენი ევროპელი, დასავლელი მეგობრებისთვის ნამდვილად არ არის სულერთი რა იქნება ქვეყანაში. ეს მახარებს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ უბადრუკი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ევროპელი პარტნიორების მყარ პოზიციას გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის. მეორე – დიახაც, ძალიან მნიშვნელოვანია შეცვლილი უფლებამოსილება. ჩვენ გვკითხეს თანახმა ვიყავით თუ არა ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავსულიყავით. დიახ, თანახმა ვართ! მედიაცია ნიშნავს, რომ გარდა ჩვენი წინადადებებისა, წინადადება შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან, რომელზეც პირდაპირ გეუბნებით, რომ წარმოუდგენელია არ დავთანხმდეთ.

მივედით იმ ზღვარამდე, როდესაც ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში შედეგზე უნდა გავიდეთ მოლაპარაკებების კუთხით და ამისთვის ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციები დაფიქსირებული გვაქვს, შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც დავაფიქსირეთ, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ მაქსიმალურად ყველა მხარის პოზიცია გათვალისწინებული იქნება. მოგვიწევს თუ არა კომპრომისი? – მინდა რომ საზოგადოება ილუზიაში არ იყოს. ჩვენც მოგვიწევს კომპრომისი და „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს კომპრომისი. ძალიან ცუდია, როცა დამაზიანებელი განცხადებები კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მოლაპარაკებების, ისევ წითელი ხაზებით საუბარი და ისევ ათასი სისულელე. მათ მოვუწოდებ – თქვენ თავს ნუ დააზიანებთ! იმიტომ, რომ სანქციები შორს არ არის! კოლომოისკისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ამერიკას ექნება აქტიური საგარეო პოლიტიკა და გამოიყენებს ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ გადაუხვიონ იმ არჩეულ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია ამ ქვეყნებში, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შეიძლება თუ არა ასეთი პრეცედენტი საქართველოში მოხდეს? – შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, გონს მოეგება თუ არა“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნასაც:

„ეუთო /ოდირის დასკვნაში წარმოდგენილია იმ პრობლემების ფართო სპექტრი, რომლითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია და ამას მიუთითებს ევროკავშირის აქტიური ჩართულობა, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა, ამით მოლაპარაკების პროცესში რამე ფუნდამენტურად შეიცვლება თუ არა, ეუთო/ოდირის დასკვნის გამო, გეტყვით, რომ არ შეიცვლება. თუმცა, ის რეფორმები, რაც განსახორციელებელია, „ქართულ ოცნებაზე“მეტი წნეხი იქნება რომ განხორციელდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მინდა ოპტიმისტი ვიყო. ადეკვატურად ვუყურებ ამ პროცესს და მინდა ასევე ადეკვატურად შეხედოს „ქართულმა ოცნებამაც“. ჩემი მიზანი არ არის სანქცირებულთა სიაში იყვნენ მათი წარმომადგენლები. იქნება მათი მხრიდანაც ნაბიჯები, რადგან ხედავენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომელიც შეთანხმებისკენ წაიყვანს ამ პროცესს. იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმუმ ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმებები მოხდეს“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

თეგები: გიორგი ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

November 25, 2021
796
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

November 10, 2021
789
პოლიტიკა

შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ – გიორგი ვაშაძე

October 2, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია