„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტი პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრს თაკო ჩარკვიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის გამოც გიორგი ვაშაძემ როგორც PCR ასევე ანტისხეულებზე ტესტი ჩაიტარა, რომელთა პასუხებიც უარყოფითი იყო.
სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ხვალიდან დაუბრუნდება.
R










