იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადავა. “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის მიზეზი არ არსებობს.
“ეს პოზიცია არასერიოზულია მანამდე, სანამ არ მომხდარა ამ თემის სერიოზული განხილვა, მათ შორის, “ქართულ ოცნებასთან”. თუ დავინახეთ, რომ ამ ხელშეკრულების არსი იცვლება და “ქართული ოცნება’ მას არ ასრულებს, რასაც, ჯერჯერობით, ადგილი არ ჰქონია, ამ შემთხვევაში, ახალი პროცესი დაიწყება, ბოიკოტი იქნება თუ სხვა რამ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ, ჯერჯერობით ამის საფუძველს ვერ ვხედავ,”- აცხადებს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მოსამართლეების კანდიდატურები უნდა დაამტკიცოს, რასაც ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება.










