საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „გირჩი“ არ ეთანხმება.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზებისთვის არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობაა საჭირო.
„თუ ჩვენ გვინდა მაქსიმალური მობილიზება ოპოზიციური ელექტორატის, ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ცალცალკე მიიღონ მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, რომ იგივე თამაში ითამაშოს, რაც აქამდე ითამაშა ყველა არჩევნებზე – იქით “ნაცები” არიან და აქეთ “ოცნება” და ამ ორს შორის არის არჩევანი.
გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან საარჩევნო სიაში – მიხეილ სააკაშვილი
მგონია, რომ ეს განცხადება უფრო გათვლილია იმაზე, რომ ასეთი ერთიანი სია ვერ შედგება და ოპოზიციის მარცხის შემთხვევაში, მას სათქმელი ჰქონდეს არჩევნების შემდეგ, რომ აი, მე ხომ ვიძახდი ერთიანი სია უნდა ყოფილიყო და ამ შემთხვევაში მოიგებდითო,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.











