ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა.
ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ პარტიული სიის ათეულის შერჩევისას მონაწილეობა მიიღო 5 ათასზე მეტმა ადამიანმა.
„ჩემი აზრით, თუ ჩვენ ამ სიით შევალთ პარლამენტში, „გირჩს“ ეყოლება საუკეთესო წარმომადგენლები სხვა პარტიებთან შედარებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. მე შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ“, – განცხადა ზურა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ პარტიული სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; ჰერმან საბო; იაგო ხვიჩია; ვახტანგ მეგრელიშვილი; გია ჯაფარიძე; ალექსანდრე რაქვიაშვილი; ლევან ჯგერენაია; ალექსანდრე სანდრო თარხან-მოურავი; ამირან ტორონჯაძე; გიორგი ლომინაძე.











