საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, გლდანში დაპირისპირების შედეგად დაკავებულია 5 ადამიანი,- ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ადგილზე მოხდა ინციდენტი. მხარეებს შორის იყო დაპირისპირება, გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პიროვნება. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაზე სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ამასთან, ვაჟა სირაძე გლდანში გასროლის ფაქტს არ ადასტურებს.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
გლდანი: დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის











