უხვი ნალექის გამო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის შესასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა, რის გამოც მსუბუქმა მანქანებმა გადაადგილება ვერ შეძლეს.
რკინიგზის ხიდის ქვეშ წყლის გატარება სანიაღვრე ჭამ ვერ უზრუნველყო. შემოვლითი გზით მოუწიათ მოძრაობა მსუბუქი ავტომობილს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლს, რომელიც სოფელ ტინისხიდში გამოძახებაზე მიდიოდა.











