გორის ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გორში კორონავირუსი ჰოსპიტალის ექთანს დაუდასტურდა. როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში განუცხადეს, 26 წლის ქალს კორონავირუსი ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდა. ახალი შემთხვევა არ უკავშირდება ინფიცირებული ექიმ ჰემატოლოგის კონტაქტს, რომელიც ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს.
ცენტრის ინფორმაციით, ხვალიდან ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევის კონტაქტების მოძიებას დაიწყებენ.











