გახსნიდან მეორე დღესვე გორის მე-18 საბავშვო ბაღში მშობლებმა ბავშვების მიყვანა შეზღუდეს. კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ბავშვის პასუხი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.
,,ამ ბავშვის ნიმუშები აღებული იყო. მშობელი არ დაელოდა ტესტის პასუხს, ისე მიიყვანა საბავშვო ბაღში. სწორედ, მაშინ მოვიდა დადასტურებული ცნობა, როცა ბავშვი სააღმზრდელობო დაწესებულებაში იმყოფებოდა”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
საკორდინაციო შტაბის განცხადებით, ერთი ჯგუფი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
,,ერთი ჯგუფი სადაც იყო ინფიცირების შემთხვევა გამოვლენილი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ამავე ბაღის სხვა ჯგუფები ჩვეულებრივად განაგრძობენ სააღმზრდელო პროცესს,” – გვითხრეს საკოორდინაციო შტაბში.
საბავშვო ბაღის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 12 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: თათია გოლოშვილი











