გორის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულია კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს ემსახურებოდა. ვირუსი ასევე დაუდასტურდა საფინანსო სამსახურის ორ თანამშრომელს, მათი ტესტის პასუხი 27 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, დღეს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადაუსწრო ინფიცირებულებს.
დღეს კოროანვირუსი 2197-მა ადამიანმა დაამარცხა. ასევე გარდაიცვალა 15 პაციენტი.











