გორის ცენტრში მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შემთხვევის ადგილზე გვითხრეს, მანქანა შეჯახების შემდეგ არ გაჩერებულა და ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ მიმალული მძღოლი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ქალს, რამდენიმე წუთში, გორის ცენტრში დააკავა.











