კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში. ტესტის პასუხები დღეს საღამოს გახდა ცნობილი.
ორი მათგანი სოფელ ნადარბაზევიდანაა და იმ მოსწავლეების კონტაქტში მყოფი თანაკლასელები არიან, რომლებსაც covid-19 27 სექტემბერს დაუდასტურდათ.
ვირუსი დაუდგინდა ასევე გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე GPC- ის აფთიაქის თანამშრომელს, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.











