გორში 65 წლის ექიმი, უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მოზარდთა პოლიკნილიკაში მუშაობდა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. მკურნალი ექიმის თქმით, კლინიკაში შესვლის დროს პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
„კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი“, – აღნიშნავს ტატო ქაჯაია, ,,გორმედის” რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.











