გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა საქმეზე, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევას. პროკურორის განმარტებით, ნ.დ-მ მეუღლეს ლ.ხ-ს ფეხი დაარტყა ზურგში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. აღნიშნული ფაქტორი მოსამართლემ შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა, რის შედეგადაც, მან ბრალდებულს 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
წყარო: რადიო მოზაიკა











