გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ორი მამაკაცი დაჭრეს, ამათგან ერთ-ერთს 19 ჭრილობა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული.
შემთხვევა ნადირაძის ქუჩის ბოლოს, კორპუსების სიახლოვეს, 18 დეკემბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც უბანში გაშლილ სუფრასთან დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია რა მოტივით დაჭრეს სუფრის წევრი ორი მამაკაცი.
ორივე დაჭრილი კლინიკა „გორმედში” მოათავსეს. გორმედის ექიმის ხათუნა შრუბის განცხადებით, დაჭრილთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გამოძიებას გორის შს სამმართველოს გამომძიებლები აწარმოებენ.











