„2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველამ დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2 “ – ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, არსებული მონაცემებით, ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურსი, თუმცა მოლაპარაკებები აუცილებელია.
ვაშაძის აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის.
მისი ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.











