fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გრიგოლ ვაშაძე ცრუობს – გიგა ბოკერია

19:33 November 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე ცრუობს ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არც იყო, როცა პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

“გრიგოლ ვაშაძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. კონკრეტული მოლაპარაკებების რაუნდი ჯერ დაგეგმილიც არ იყო, როცა მან ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს ამ მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძე არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ოპოზიციას.

ეს შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს ხელი სხვისკენ გაიშვიროს. მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და მასში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

ვაშაძის საუბარი მდარე ცნობიერების ნაკადის გარდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი კრიზისის პირობებში წნეხს ვერ უძლებს და ირყევა „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვებისკენ თითის გაშვერა, ძალიან ცუდი საქციელია.

ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან (გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთად საერთო განცხადებაში დავაფიქსირეთ.

1. ბუნებრივია დიალოგის მომხრეები ვართ იმ საკითხზე, რამაც საბოლოოდ კრიზისი შექმნა – უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს ბევრი რამის შეცვლას, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა და სტრუქტურის, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ა.შ.

2. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ივანიშვილს გაყალბებული შედეგებით უნარჩუნებს ძალაუფლებას – კოსმეტიკური ცვლილებები ცალკეული უბნების გაუქმების სახით არაფერს არ შეცვლის.

3. ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს, მის სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა, რომ ამ ყველაფერზე გულწრფელად და საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქეებისგან არ უნდა მოხდეს ძალადობრივი რეაგირება.

ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც ასეთ ქმედებას მიმართავს, თავად გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს.” – წერს გიგა ბოკერია.

 

თეგები: გიგა ბოკერიაგრიგოლ ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვადამდელი არჩევნებიც რომც დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს – გიგა ბოკერია

November 22, 2021
774
პოლიტიკა

საგარეჯოში პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს

September 6, 2021
788
მთავარი ამბავი

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან – ახალი პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

August 29, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია