fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! – ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

13:04 February 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

 

„მე შევხვდი ნიკა მელიას და ასევე ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიეტუვა არის საქართველოს კარგი, ძველი მეგობარი და ჩვენ არ მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მედიაცია, მაგრამ დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული”,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

პავილიოსნისის თქმით, თუკი რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინმიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე კეთილსაიმედოდ დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიასა და მთელს ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი – საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად. თუ ის აირჩევს ლიეტუვას გზას, ვხედავ დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატო-ში, ლიეტუვაში მარცხენა და მარჯვენა ყოველთვის ერთად მუშაობდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ.

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინმიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა და მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. ან თქვენ გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ. თქვენ ერთხელ უკვე განიცადეთ ომის საშინელება და ნამდვილად გსურთ ამ სტატუს- კვოში ცხოვრების გაგრძელება, რაც არაფერს მოგიტანთ? ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები ევროკავშირსა და ნატო-ს და ან იღუპები. თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ.

ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ განაახლეთ დიალოგის პროცესი!“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

თეგები: ლიეტუვა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ლიეტუვაში შეზღუდვები დაწესდა მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია

September 13, 2021
823
მსოფლიო

ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან მავთულხლართს ავლებს

July 10, 2021
800
სიახლე

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვარზე მავთულხლართების გავლება დაიწყო

July 9, 2021
791

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია