ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. ამის შესხებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ უკვე მოვუწოდეთ, ჩვენს საჯარო სექტორს, ასეთი მითითება არის გაცემული საჯარო სექტორში, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელსაც და დღესაც მინდა გავიმეორო ეს მოწოდება და გთხოვოთ, ყველა დამსაქმებელს მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 401 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 335.











