საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
„9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და იმით, რომ ამ დღეს მივდივართ მემორიალთან. გამოხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს ეს. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით, ყველამ ერთად პატივი ვცეთ ამ დღეს, “ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.











