გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩივილები მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმების და სასწრაფო დახმარების მიერ იქნას შესწავლილი. როდესაც ჩვენ ამ ფორმატში ვაჟღერებთ გარკვეულ ჩივილებს, შემდეგ არის რიგი შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივი გამოძახებები ხდება, ვინაიდან მოქალაქეებმა იციან, რა შემთხვევაში შეიძლება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.











