fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გთხოვთ, ჟურნალისტებს – არ ენდოთ!.. – ლევან დავითაშვილი მედიას თხოვნით მიმართავს

15:30 September 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
877
ნახვა

დღესაც ჩატარდა აქცია კახეთში და ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ გთხოვთ, ჟურნალისტებს – არ ენდოთ არც ჩემ ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას,  შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩემი პირადი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს. ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ქონდეს, რადგან თუ  კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი საქმე ფაქტობრივად ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია.  ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში,  როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.  ეს არის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა, თბილისელებმა, იგივე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა, გადაიხადეთ ბიუჯეტში და სოლიდარობის პრინციპით გაუნაწილეთ  ჩვენს მევენახეებს კახეთში, რათა რთული პერიოდი გადავაგოროთ და ამ რთულ პერიოდში, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება ხდება და ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია ამ პირობებში. ასე რომ, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. საბოლოოდ,  ჩვენ რთველს დავამთავრებთ წარმატებით და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორიც მანამდე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

თეგები: ლევან დავითაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა

November 29, 2021
887
პოლიტიკა

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს – ლევან დავითაშვილი

August 30, 2021
815
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ

August 19, 2021
777

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია