ცოტა ხნით წინ დუშეთის რაიონში გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზა ჩახერგა. ინფორმაციას და ფოტოკადრებს „რუსთავი2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხეობის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.












