„გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნლაისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, პარტიის შიგნით არაერთხელ ყოფილა განსხვავებული მოსაზრებები და კამათი, თუმცა ამას გუნდის დაშლა არ მოჰყოლია.
„რაც შეეხება ჯანსაღ დისკუსიას, ეს აუცილებელიც არის და პარტიაში ყოველთვის წახალისებული იყო. დანარჩენი, რომ ვიღაცას ეწყინება, ვიღაც შეიძლება ხმამაღალი ტონით… ეს ჩვეულებრივ „მოსულა“. ჩვენთვის მთავარია, რომ გუნდი როგორც არასდროს, ერთ მუშტად არის შეკრული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.











