გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანაში, 68 წლის მამაკაცს ხე დაეცა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი მეზობელს ტყეში შეშის მოსაჭრელად გაჰყვა. ხეს თავად ჭრიდა, რა დროსაც მოჭრილი ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
„68 წლის კაცია, შვილები და შვილიშვილები ჰყავს, საერთოდ შეშის ჭრაზე მუშაობდა სულ. ბედისწერის ამბავია რაც მოხდა. მეზობელს გაყვა ტყეში შეშის მოსატანად, თავად ჭრიდა ხეს, რა დროსაც ზედ დაეცა მოჭრილი ხე, ადგილზე დაიღუპა.”- გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.
მამაკაცი ბათუმში ექსპერტიზაზე ყავდათ გადაყვანილი, დღეს კი სახლში გადაასვენეს.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











