დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. თავდაპირველად ვაქცინას მედპერსონალი გაიკეთებს.
დილიდან, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ოზურგეთშიც. კლინიკა “მედალფას” დირექტორი დავით მდინარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.
„იმედი მაქვს დღეიდან დაიწყო კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი”- განაცხადა მდინარაძემ აცრის შემდეგ.
შეგახსნებეთ ,AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა, რომელიც მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი, საქართველომ 13 მარტს მიიღო.
გურიაში სულ 1100 დოზა ვაქცინა შემოვიდა.აქედან 600 ოზურგეთისთვის,300 ლანჩხუთისთვის და 400 ჩოხატაურისთვის.
ავტორი:ნინე ულუმბელაშვილი











