ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში, ეკალდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ტესტი აუღეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, ხვალიდან კი სკოლა, სადაც ბავშვი გაკვეთილებს ესწრებოდა, დისტანციურ სწავლაზე გადადის.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა.
„დღეისთვის გვაქვს ერთი შემთხვევა, სკოლის მოსწავლეა შრომის თემში. ბავშვი დადიოდა სკოლაში და დაეწყო კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები, გაიტესტა და დაუდგინდა ვირუსი.
მასწავლებლები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან, გაუკეთდათ ტესტირება. სწავლა ამ სკოლაში 12 დღით ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. “ – განაცხადა არჩილ ჟვანიამ.
გურიაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











