გურიის გუბერნატორი უსიმპტომო პაციენტია – ამის შესახებ გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარიას მოადგილემ ქეთი მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განცხადა. მისი თქმით, გურიის გუბერნიის 10 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
„გუბერნატორი მკურნალობას გადის სახლის პირობებში. მას ვირუსისთვის დანახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. რაც შეეხება თანამშრომლებს, ათი მათგანი გადავიდა თვითიზოლაციში, ასევე ჩატარდა შენობის სანიტარული დამუშავება“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, წუხელ, გვიან ღამით განმეორებითი ტესტირებით გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











