გურჯაანში მერის მოვალეობას, აუდიტის სამსახურის უფროსი შეასრულებს – მოქმედმა მერმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას თანამდებობის დატოვების თაობაზე, თავად არჩილ ხანდამაშვილი ადასტურებს.
„რამდენიმე დღის წინ მივმართე საკრბულოს განცხადებით, თანამდებობის დატოვების შესახებ და ჩემივე ბრძანებით, მერის მოვალეობას, მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, ანა კუტიბაშვილი შეასრულებს. სამსახურის უფროსს მერის მოვალეობის შესრულება იმიტომ დაეკისრა, რომ მე, ფაქტობრივად, მოადგილე აღარ მყავდა. ძალიან ამაყი ვარ იმ პროექტებით, რაც გურჯაანში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. ოქტომბრის არჩევნებზე, ვეჯინი-ძირკოკის მაჟორიტარობისთვის ვიბრძოლებ საკრებულოში და დიდი სურვილი მაქვს, გამოვადგე ჩემს სოფელს“,- განაცხადა ხანდამაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ, თანამდებობა, მერზე ადრე დატოვა.
ერთ-ერთი მოადგილე, თეიმურაზ ზავრაშვილი, გურჯაანის ცხოველთა მულტიმუნიციპალური თავშესაფრის დირექტორად დაინიშნა. მეორე, სიმონ ქოჩორაშვილი კი, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.
არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად, 2017 წელს აირჩიეს.
ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხანდამაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას, “ქართული ოცნების” რიგებიდან შეეცდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











