გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, თონის საცხობში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელმაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა.
გარდაცვლილი საცხობის თანამშრომელია და ის დილით სამსახურში გამოცხადდა.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სიკვდილის გარემოებების დასადგენად, მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











