გურჯაანის სათნოების სახლში ბენეფიციარები აღარ ივლიან.
უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, ყოველდღიურ ულუფას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიაწვდიან.
სათნოების სახლის დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება სახარბიელო არ არის. ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, ამიტომ საკვებს მიიღებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ტრანსპორტირების შესაძლებლობა არის, ამიტომ მათი უსაფრთხოებისათვის ასე ჯობს“,- განაცხადა ჯადუგიშვილმა.
დღევანდელი მონაცემებით, გურჯაანის სათნოების სახლში 194 ბენეფიციარი იკვებება.
უფასო სასადილო თავდაპირველად, გასული წლის 28 ოქტომბერს დაიკეტა, როცა დაწესებულების 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი










