სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
გურჯაანის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ ინფიცირებულ პირს, თავდაპირველი ნიმუში საზღვარზე შემოსვლის დროსაც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტი ვირუსზე უარყოფითი იყო.
სომხეთის მოქალაქე გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ეპიდემიოლოგები ახლა ინფიცირებული პირის კონტაქტებს სწავლობენ და განმარტავენ, რომ ეს იმპორტირებული შემთხვევაა.
კახეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. რეგიონში გამოვლენილი ოთხი შემთხვევიდან, სპეციალისტებმა ყველა შემოტანილად ჩათვალეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











