კოვიდ-19 ერთ-ერთი საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგს ერთდროულად დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ, პედაგოგების ოჯახის წევრებსაც.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ექიმებმა გურჯაანის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.
დაინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებს, სპეციალისტები გურჯაანის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაშიც ადგენენ.
წინასწარი ინფორმაციით, პედაგოგებს, მუსიკალური სკოლის პესონალთან, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ,
კორონავირუსის გამო, რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლაა დახურული.
კახეთში, ინფიცირებულთა რიცხვმა, უკვე 400-ს გადააჭარბა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











